„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №405 |
|
2018 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. №2 დანართს დაემატოს ველი და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. №2 დანართის შენიშვნების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.“. |
|