„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.025187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №295

2025 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს NATO/PfP/SOFA-ის ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის კონფერენციაში/სამუშაო შეხვედრაში/სემინარში მონაწილეობის საფასური, მათ შორის, სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, შესაძლებელია, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.“.

2. დანართ №2-ის („შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი“):

ა) ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 

თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე  დანამატის ოდენობა როცენტულად

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −   დაზვერვის სააგენტოს უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

80

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსის  მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრი

 

70

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

60

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე  

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი   და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

70

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

  70.“;

 

ბ) შენიშვნის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს − მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე