„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 |
|
2019 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართ №2-ის („შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი“):
1. ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
2. შენიშვნების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.“. |
|