„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.023408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართ №2-ის („შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი“):

1. ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 

თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის

ოდენობა პროცენტულად

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

80

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

80

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი

80

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

80

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის პირველი, მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის   დეპარტამენტის უფროსი

70

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

70.“.

 

2. შენიშვნების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს,  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს − მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი