„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.020582
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 

 

დანართი №2

 

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს  პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

80

საქართველოს მთავარი პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

80

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

საქართველოს სახალხო დამცველი

80

საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს  მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

70

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის პირველი, მეორე და მესამე რანგის კატეგორიის საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

40

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პირველი და მეორე რანგის საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

 

შენიშვნები:

1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

3. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი