1. ძირითადი აქტივების მიღების მთავარი წყაროა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით. ძირითადი აქტივების შეძენის ოპერაციებია:
ა) აქტივის ღირებულების ვალდებულებად აღიარება.
დ – 1-22-0000 – „ძირითადი აქტივები“.
კ – 2-13-6100 – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“, თუ ვალდებულება სცილდება საბიუჯეტო წლის ფარგლებს, მაშინ დაკრედიტდება „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ – №2-13-6200 ანგარიში.
ბ) ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება.
დ – 1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ საბიუჯეტო სახსრებით, ეროვნულ ვალუტაში“.
კ – 4-51-2000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები“.
გ) კრედიტორული დავალიანების დაფარვა.
დ – 2-13-6100 – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“, თუ ვალდებულება სცილდება საბიუჯეტო წლის ფარგლებს, მაშინ დაკრედიტდება „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ – №2-13-6200 ანგარიში.
კ – 1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ საბიუჯეტო სახსრებით, ეროვნულ ვალუტაში“.
დ) საანგარიშო პერიოდის ბოლოს დაფინანსების თანხები მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშს.
დ – 4-51-2000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები“.
კ – 3-23-1000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“.
ე) საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშის დახურვა.
დ – 3-23-1000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“.
კ – 3-21-1000 – „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“.
2. ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ მიღება, როდესაც შესაძლებელია მათი ღირებულების საიმედო შეფასება, მიეკუთვნება არაგაცვლით ოპერაციას და სსბასს 23-ის „შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები)“ შესაბამისად აღიარდება, როგორც:
ა) „სასაქონლო ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“ და მიეკუთვნება შემოსავლების – №4-32-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტს, „ძირითადი აქტივების“ – №1-22-0000 მთავარი ანგარიშის შესაბამისი ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით;
ბ) სასაქონლო ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტების“ №4-32-2000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს მიეკუთვნება ასევე „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული“ – №1-27-4200 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. ამ აქტივების დაქვემდებარებულ ერთეულებზე გადაცემა, როგორც „სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების“ ხარჯები, მიეკუთვნება №5-32-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშის დებეტს, „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული“ – №1-27-4200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით;
გ) ძირითადი აქტივების შესაძენად ან შესაქმნელად მიღებული ფულადი ტრანსფერები აღიარდება, როგორც „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“
და მიეკუთვნება – №4-31-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშის კრედიტს, ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით;
დ) შემოსავლების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქმიანობის სახეების მიხედვით, დებეტის ჩანაწერით ექვემდებარებიან გადახურვას საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე (კრედიტის ჩანაწერით) და ასევე საანგარიშო პერიოდის ბოლოს ამ ანგარიშების დახურვით (დებეტის ჩანაწერი) გაიზრდება გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშები (კრედიტის ჩანაწერი).
3. ძირითადი აქტივების მიღების ერთ-ერთი წყაროა საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა. ამ მიზნით გაწეული დანახარჯები მიეკუთვნება „დაუმთავრებელი მშენებლობის“ №1-27-4100 ანგარიშის დებეტს, მატერიალური და ფულადი ხარჯების ამსახველი შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. თავდაპირველად ხარჯებში აღიარების შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანახარჯები მიეკუთვნება ბალანსის საცნობარო მუხლს – „საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა“. აქტივის დასრულების შემდგომ
„დაუმთავრებელი მშენებლობის“ №1-27-4100 ანგარიში კრედიტის ჩანაწერით დაიხურება და მიეკუთვნება „ძირითადი აქტივების“ №1-22-0000 ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშის დებეტ