აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაცია გულისხმობს აქტივის გამოსაყენებლად ხელმისაწვდომობის შემდეგ სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში ცვეთის (ამორტიზაციის) პროპორციულად, სისტემატურ საფუძველზე დარიცხვის შედეგად წარმოქმნილ მთლიან ღირებულებას.

ანგარიში – „აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაცია“ (1-28-0000) მოიცავს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შენობა-ნაგებობების (1-28-1000); მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების (1-28-2000); კულტივირებული ცხოველების და მცენარეების (1-28-3000); საინვესტიციო ქონების (1-28-4000); არამატერიალური აქტივების (1-28-5000); შეღავათიანი მომსახურების აქტივების (1-28-6000); ფინანსური იჯარის ქვეშ მყოფი აქტივების (1-28-7000) და სხვა არაფინანსური აქტივების (1-28-8000) აკუმულირებული ცვეთის/ამორტიზაციის ანგარიშებს.

ანგარიში – „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შენობა-ნაგებობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-1000) - მოიცავს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შემდეგი აქტივების აკუმულირებული ცვეთის ანგარიშებს: საცხოვრებელი დანიშნულების შენობების (1-28-1100); არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების (1-28-1200), სხვა ნაგებობების (1-28-1300) და მიწის გაუმჯობესების (1-28-1400).

ანგარიშზე – „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-1100) აღირიცხება საცხოვრებელი დანიშნულების იმ შენობების აკუმულირებული ცვეთა, რომლებიც გამოიყენება საკუთარი მიზნებისთვის.

ანგარიშზე – „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-1200) აღირიცხება არასაცხოვრებელი დანიშნულების იმ შენობების აკუმულირებული ცვეთა, რომლებიც გამოიყენება საკუთარი მიზნებისთვის (საოფისედ, სასაწყობედ და ა.შ).

ანგარიშზე – „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული სხვა ნაგებობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-1300) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შენობების გარდა სხვა ნაგებობების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული მიწის გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-1400) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული მიწის გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიში – „მანქანა-დანადგარები და მოწყობილობა“ (1-28-2000) - მოიცავს: სატრანსპორტო საშუალებების (1-28-2100), სხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების (1-28-2200) და სამხედრო იარაღის სისტემების (1-28-2300) აკუმულირებული ცვეთის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „სატრანსპორტო საშუალებების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-2100) აღირიცხება სატრანსპორტო საშუალებების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიში – „სხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-2200) მოიცავს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მოწყობილობების (1-28-2210) და სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების (1-28-2220) აკუმულირებული ცვეთის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მოწყობილობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-2210) აღირიცხება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მოწყობილობების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-2220) აღირიცხება სხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „სამხედრო იარაღის სისტემების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-2300) აღირიცხება სამხედრო იარაღის სისტემების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „კულტივირებული ცხოველების და მცენარეების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-3000) - აღირიცხება იმ ცხოველების და მცენარეების აკუმულირებული ცვეთა, რომლებიც გამოიყენება მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად.

ანგარიში - „საინვესტიციო ქონების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-4000) - მოიცავს საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული: საცხოვრებელი დანიშნულების შენობების (1-28-4100), არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების (1-28-4200), სხვა ნაგებობების (1-28-4300) და მიწის გაუმჯობესების(1-28-4400) აკუმულირებულ ცვეთას.

ანგარიშზე - „საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-4100) აღირიცხება საინვესტიციო ქონების სახით არსებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე - „საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-4200) აღირიცხება საინვესტიციო ქონების სახით არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე - „საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული სხვა ნაგებობების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-4300) აღირიცხება საინვესტიციო ქონების სახით არსებული სხვა ნაგებობების აკუმულირებული ცვეთა. ]

ანგარიშზე –„საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული მიწის გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-4400) აღირიცხება საინვესტიციო ქონების სახით არსებული მიწის გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა,ანგარიში – „არამატერიალური აქტივების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5000) - მოიცავს კვლევის და განვითარების (1-28-5100), მინერალური წიაღისეულის ძიების და შეფასებების (1-28-5200), კომპიუტერული პროგრამების (1-28-5300), მონაცემთა ბაზების (1-28-5400), გასართობი, ლიტერატურული და მხატვრული ორიგინალი ნიმუშების (1-28-5500) და ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტების (1-28-5600) აკუმულირებული ამორტიზაციის ანგარიშებს.

ანგარიშზე -„კვლევისა და განვითარების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5100) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული კვლევისა და განვითარების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე - „მინერალური წიაღისეულის ძიების და შეფასებების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5200) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული მინერალური წიაღისეულის ძიებისა და შეფასებების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე - „კომპიუტერული პროგრამების აკუმულირებული ამორტიზაცია “(1-28-5300) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული კომპიუტერული პროგრამების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე - „მონაცემთა ბაზების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5400) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე - „გასართობი, ლიტერატურული და მხატვრული ორიგინალი ნიმუშების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5500) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული გასართობი, ლიტერატურული და მხატვრული ორიგინალი ნიმუშების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე - „ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-5600) აღირიცხება არამატერიალური აქტივის სახით არსებული ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე – „შეღავათიანი მომსახურების აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-6000) - აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების აქტივების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის ქვეშ მყოფი აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-7000) - აღირიცხება ფინანსური იჯარის ქვეშ მყოფი აქტივების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიში – „სხვა არაფინანსური აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8000) - მოიცავს მატერიალური არაწარმოებული აქტივების (1-28-8100), ხელშეკრულებების, იჯარის და ლიცენზიების (1-28-8200), საოპერაციო იჯარის (1-28-8300), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებართვების (1-28-8400), სპეციფიკური საქმიანობების განხორციელების ნებართვების (1-28-8500), მომავალში საქონელსა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებების (1-28-8600) და გუდვილის (1-28-8800) აკუმულირებული ცვეთის/ამორტიზაციის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „მატერიალური არაწარმოებული აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8100) აღირიცხება მატერიალური არაწარმოებული აქტივების აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „ხელშეკრულებების, იჯარისა და ლიცენზიების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-8200) აღირიცხება ხელშეკრულებების, იჯარისა და ლიცენზიების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარის აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8300) აღირიცხება საოპერაციო იჯარის აკუმულირებული ცვეთა.

ანგარიშზე – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებართვების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-8400) აღირიცხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებართვების აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე – „სპეციფიკური საქმიანობების განხორციელების ნებართვების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-8500) აღირიცხება სპეციფიკური საქმიანობების განხორციელების ნებართვები აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე – „მომავალში საქონელსა და მომსახურებაზე ექსკლუზიურ უფლებების აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-8600) აღირიცხება მომავალში საქონელსა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებებზე აკუმულირებული ამორტიზაცია.

ანგარიშზე – „გუდვილის აკუმულირებული ამორტიზაცია“ (1-28-8700) აღირიცხება გუდვილის აკუმულირებული ამორტიზაცი