ანგარიში – საინვესტიციო ქონება (1-23-0000) მოიცავს საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებულ შემდეგ აქტივებს: საცხოვრებელი დანიშნულების შენობებს (1-23-1000); არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებს (1-23-2000); სხვა ნაგებობებს (1-23-3000); მიწის გაუმჯობესებას (1-23-4000) და მიწას (1-23-5000).

ანგარიშზე – „საცხოვრებელი დანიშნულების შენობები, კლასიფიცირებული საინვესტიციო ქონებად“ (1-23-1000) აღირიცხება იჯარით გასაცემად ან კაპიტალის ნაზრდის მისაღებად ფლობილი ისეთი შენობები, რომლებიც მთლიანად ან უმთავრესად საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოიყენება.

ანგარიშზე – „არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები, კლასიფიცირებული საინვესტიციო ქონებად“ (1-23-2000) აღირიცხება იჯარით გასაცემად ან კაპიტალის ნაზრდის მისაღებად ფლობილი ისეთი შენობები, რომლებიც არ კლასიფიცირდება საცხოვრებელ შენობებად (საოფისე, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, საავადმყოფოები, საზოგადოებრივი გართობის შენობები, საწყობები, საწარმოო შენობები, სავაჭრო შენობები, სასტუმროები და რესტორნები და სხვ).

ანგარიშზე – „სხვა ნაგებობები, კლასიფიცირებული საინვესტიციო ქონებად“ (1-23-3000) - აღირიცხება იჯარით გასაცემად ან კაპიტალის ნაზრდის მისაღებად ფლობილი შენობების გარდა სხვა ნაგებობები (საგზაო მაგისტრალები, ქუჩები, გზები, ხიდები, გვირაბები და ა.შ).

ანგარიშზე – „მიწის გაუმჯობესება, კლასიფიცირებული საინვესტიციო ქონებად“ (1-23-4000) - აღირიცხება იჯარით გასაცემად ან კაპიტალის ნაზრდის მისაღებად ფლობილი მიწის ის აქტივობები, რის შედეგად ხდება მიწის ხარისხობრივი, რაოდენობრივი ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან აქტივობები, რომლებიც მიწის გაუარესებას უშლის ხელს (მიწის მელიორაცია, ჭაბურღილებისა და სარწყავი არხების მოწყობა, მიწის განახლება, შემოსაზღვრა და სხვ.).

ანგარიშზე – „მიწა, კლასიფიცირებული საინვესტიციო ქონებად“ (1-23-5000) - აღირიცხება იჯარით გასაცემად ან კაპიტალის ნაზრდის მისაღებად ფლობილი აქტივი გრუნტის სახით, ნიადაგის საფარით და მასთან დაკავშირებული ზედაპირული წყლებისა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ჩათვლით, რომელთა მიწისგან ფიზიკური განცალკევება შეუძლებელი