ანგარიში – სხვა არაფინანსური აქტივები (1-27-0000) მოიცავს: ფასეულობებს (1-27-1000); მატერიალურ არაწარმოებულ აქტივებს (1-27-2000); არამატერიალურ არაწარმოებულ აქტივებს (1-27-3000); მემკვიდრეობით აქტივებს (1-27-4000); დაუმთავრებელ აქტივებს (1-27-5000).

ანგარიში – ფასეულობები (1-27-1000) მოიცავს: ძვირფას ქვებსა და ლითონებს (1-27-1100); ხელოვნების ნიმუშებს (1-27-1200) და სხვა ფასეულობებს (1-27-1300).

ანგარიშზე – „ძვირფასი ქვები და ლითონები“ (1-27-1100) აღირიცხება ისეთი ფასეულობები, რომლებიც არ არის განკუთვნილი წარმოების პროცესში მოხმარებისათვის, შუალედური რესურსის სახით (ალმასი, არამონეტარული ოქრო, პლატინა, ვერცხლი და ა. შ).

ანგარიშზე – „ხელოვნების ნიმუშები“ (1-27-1200) - აღირიცხება ნახატები, ქანდაკებები და სხვა, რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარიატადაა აღიარებული.

ანგარიშზე – „სხვა ფასეულობები“ (1-27-1300) - აღირიცხება ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები.

ანგარიში – მატერიალური არაწარმოებული აქტივები (1-27-2000) მოიცავს: მინერალურ და ენერგორესურსებს (1-27-2100) და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილ აქტივებს (1-27-2200).

ანგარიშზე – „მინერალური და ენერგორესურსები“ (1-27-2100) აღირიცხება ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნახშირის (ანტრაციტის, ბიტუმი და მურა ნახშირის ჩათვლით), ლითონის მადანის (შავი, ფერადი და ძვირფასი ლითონის ჩათვლით) და სასარგებლო არამადნეული წიაღისეულის (ქვისსატეხების, თიხისა და სილის კარიერების, ქიმიური ნივთიერებებისა და სასუქების საბადოების, მარილის, კვარცის, თაბაშირის, ბუნებრივი ძვირფასი ქვების, ბიტუმის, ტორფის და სხვა საბადოების ჩათვლით) დადასტურებული მარაგები.

ანგარიში – სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივები (1-27-2200) მოიცავს არაკულტივირებულ ბიოლოგიურ რესურსებს (1-27-2210); წყლის რესურსებს (1-27-2220) და სხვა ბუნებრივ რესურსებს (1-27-2230).

ანგარიშზე – „არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები“ (1-27-2210) აღირიცხება ცხოველები და მცენარეები, რომლებზეც შეიძლება საკუთრების უფლების დაწესება და დაცვა, მაგრამ მათი ბუნებრივი ზრდა ან/და განახლება (რეგენერაცია), რომელიმე სახელმწიფო ერთეულის უშუალო კონტროლის, პასუხისმგებლობისა და მართვის ქვეშ არ იმყოფება (ხელუხლებელი ტყეები და თევზის მარაგები, რომელთა კომერციული ექსპლუატაციაც შესაძლებელია და სხვ.).

ანგარიშზე – „წყლის რესურსები“ (1-27-2220) აღირიცხება გრუნტისა და სხვა მიწისქვეშა წყლების ის რესურსები, რომლებიც საკმაოდ დეფიციტურია იმისათვის, რომ გამართლებული იყოს მათზე საკუთრების უფლების დაწესება და/ან გამოყენება. ასეთი რესურსები ეკონომიკური მიზნებისათვის გამოიყენება ან მათი გამოყენება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. აგრეთვე, მათ გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება, რომელიც მიწის ღირებულებაში არ შედის.

ანგარიში – სხვა ბუნებრივი რესურსები (1-27-2230) მოიცავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას (1-27-2231) და ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (1-27-2232).

ანგარიშზე – „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია“ (1-27-2231) აღირიცხება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები 10 წლის და მეტი ვადით გამოყენების უფლებით.

ანგარიშზე – „ბუნებრივი რესურსები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ (1-27-2232) - აღირიცხება ისეთი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც არ აისახება ბუნებრივი რესურსების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზე.

ანგარიში – არამატერიალური არაწარმოებული აქტივები (1-27-3000) მოიცავს: ხელშეკრულებებს, იჯარას და ლიცენზიებს (1-27-3100) და გუდვილს (1-27-3200).

ანგარიში – ხელშეკრულებები, იჯარა და ლიცენზიები (1-27-3100) მოიცავს: საოპერაციო იჯარას (1-27-3110); ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებართვებს (1-27-3120); სპეციფიკური საქმიანობების განხორციელების ნებართვებს (1-27-3130); მომავალში საქონელსა და მომსახურებაზე ექსკლუზიურ უფლებებს (1-27-3140).

ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარა“ (1-27-3110) აღირიცხება იჯარა, რომელიც კლასიფიცირებულია საოპერაციოდ..

ანგარიშზე – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებართვები“ (1-27-3120) აღირიცხება ბუნებრივ აქტივებზე წვდომაზე, მათ მოპოვებასა და მოხმარებაზე ნებართვები და ლიცენზიები.

ანგარიშზე – „სპეციფიური საქმიანობების განხორციელების ნებართვები“ (1-27-3130) აღირიცხება სპეციფიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით მიღებული შესაბამისი ნებართვები.

ანგარიშზე – „მომავალში საქონელსა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები“ (1-27-3140) აღირიცხება მომავალში საქონლისა და მომსახურების ექსკლუზიური პირობებით მიღებაზე/გაცემაზე უფლებები.

ანგარიშზე – „გუდვილი“ (1-27-3200) აღირიცხება ერთეულის შესაძენად გადახდილ თანხასა და წმინდა აქტივების/კაპიტალის ღირებულებას შორის სხვაობა, რომელიც ასახავს კორპორაციის სტრუქტურის ღირებულებას და ბიზნესის აწყობილი სამუშაო ძალის, მართვის, კორპორატიული კულტურის, დისტრიბუციის ქსელის და მომხმარებელთა ბაზის ღირებულებას.

ანგარიში – „მემკვიდრეობითი აქტივები“ (1-27-4000) მოიცავს კულტურულ ისტორიულ/ეკოლოგიურ აქტივებს (1-27-4100), რომელზეც აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებიც წარმოადგენენ მემკვიდრეობის აქტივებს მათი კულტურული, ეკოლოგიური ან ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ანგარიში – დაუმთავრებელი აქტივები (1-27-5000) მოიცავს დაუმთავრებელ მშენებლობას (1-27-5100); აქტივებს, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული (1-27-5200) და საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება (1-27-5300).

ანგარიშზე – „დაუმთავრებელ მშენებლობა“ (1-27-5100) აღირიცხება ის აქტივები, რომელთა მშენებლობა ან სხვა ფორმით შექმნა დაწყებულია და ჯერ არ არის დასრულებული.

ანგარიშზე – „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული“ (1-27-5200)“ აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებზეც საკუთრების უფლება (ეკონომიკური ან იურიდიული) ჯერ არ არის მოპოვებული ან აქტივები, რომლებიც მიღებულია სხვა ერთეულებზე გადასაცემად.

ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება“ (1-27-5300) აღირიცხება საოპერაციო იჯარის არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯებ