ანგარიში – კრედიტებით და სესხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები (2-12-0000) მოიცავს: მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებებს კრედიტებით და სესხებით (2-12-1000), გრძელვადიანი კრედიტების და სესხების ვალდებულებების მიმდინარე ნაწილის (2-12-2000), გრძელვადიან ფინანსურ იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილის (2-12-3000), შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის (2-12-4000) ანგარიშებს.
ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები კრედიტებით და სესხებით მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს (2-12-1100) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს (2-12-1200).
ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები (2-12-1100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს (2-12-1110) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს უცხოურ ვალუტაში (2-12-1120).
ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები“ (2-12-1110) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში კრედიტებით და სესხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები“ (2-12-1120) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში კრედიტებით და სესხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები (2-12-1200) მოიცავს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს (2-12-1210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტებს და სესხებს (2-12-1220).
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები“ (2-12-1210) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში კრედიტებით და სესხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტები და სესხები“ (2-12-1220) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში კრედიტებით და სესხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
ანგარიში – კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი (2-12-2000) მოიცავს კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს ეროვნულ ვალუტაში (2-12-2100) და კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს უცხოურ ვალუტაში (2-12-2200).
ანგარიშზე – „კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში“ (2-12-2100) აღირიცხება გრძელვადიან კრედიტებზე და სესხებზე გადასახდელი მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე –„კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში“ (2-12-2200) აღირიცხება გრძელვადიან კრედიტებზე და სესხებზე გადასახდელი მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში.
ანგარიში – გრძელვადიან ფინანსურ იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილი (2-12-3000) მოიცავს გრძელვადიან ფინანსური იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილს ეროვნულ ვალუტაში (2-12-3100) და გრძელვადიან ფინანსურ იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილს უცხოურ ვალუტაში (2-12-3200).
ანგარიშზე – „გრძელვადიან ფინანსურ იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში“ (2-12-3100) აღირიცხება გრძელვადიანი ფინანსური იჯარით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „გრძელვადიან ფინანსურ იჯარაზე გადასახდელების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში“ (2-12-3200) აღირიცხება გრძელვადიანი ფინანსური იჯარით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში.
ანგარიში – შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილი (2-12-4000) მოიცავს: შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილს ეროვნულ ვალუტაში (2-12-4100) და შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილს უცხოურ ვალუტაში (2-12-4200).
ანგარიშზე – „შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში“ (2-12-4100) აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში“ (2-12-4200) აღირიცხება შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაშ