1. ანგარიში „ვალდებულებები დეპოზიტებით“ (2-16-0000) მოიცავს: ვალდებულებებს დეპოზიტებით ხაზინაში (2-16-1000); ვალდებულებებს დეპოზიტებით ბანკში (2-16-2000) და სარეზერვო ფონდს (2-16-3000).
2. ანგარიშზე – „ვალდებულებებს დეპოზიტებით ხაზინაში“ (2-16-1000) აღირიცხება ორგანიზაციების მოკლევადიანი ვალდებულებები ხაზინაში, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტების მიღებასთან.
3. ანგარიშზე – „ვალდებულებებს დეპოზიტებით ბანკში“ (2-16-2000) აღირიცხება ორგანიზაციების მოკლევადიანი ვალდებულებები ბანკში, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტების მიღებასთან.
4. ანგარიშზე – „სარეზერვო ფონდი“ (2-16-3000) აღირიცხება რეზერვები, ზედმეტად გადახდილი გადასახადები