ანგარიშზე – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები“ (2-15-0000) მოიცავს ავანსად მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) შემოსავლებს (2-15-1000); ბარტერული ტრანზაქციების შედეგად წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-15-2000).
ანგარიში – „ავანსად მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) შემოსავლებს“ (2-15-1000) მოიცავს ავანსად მიღებული მოკლევადიან (მიმდინარე) იჯარის შემოსავლებს (2-15-1100); ავანსად მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს (2-15-1200); ავანსად მიღებულ არასაგადასახადო შემოსავლებს (2-15-1300) და ავანსად მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) სხვა შემოსავლებს (2-15-1400).
ანგარიშზე – „ავანსად მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) იჯარის შემოსავლები“ (2-15-1100) აღირიცხება მომავალი პერიოდის შემოსავლების სახით მიღებული საიჯარო ქირა.
ანგარიშზე – „ავანსად მიღებული საგადასახადო შემოსავლები“ (2-15-1200) აღირიცხება ავანსად მიღებული საგადასახადო შემოსავლები.
ანგარიშზე – „ავანსად მიღებული არასაგადასახადო შემოსავლები“ (2-15-1300) აღირიცხება მიღებული არასაგადასახადო შემოსავლები.
ანგარიშზე – „ავანსად მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) სხვა შემოსავლები“ (2-15-1400) აღირიცხება საიჯარო ქირის გარდა, მომავალი პერიოდის სხვა შემოსავლების სახით მიღებული ავანსები.
ანგარიშზე – „ბარტერული ტრანზაქციების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-15-2000) აღირიცხება ბარტერით მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებებ