ანგარიში – გრძელვადიანი ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით (2-21-0000) მოიცავს გრძელვადიან ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით ეროვნულ ვალუტაში (2-21-1000) და გრძელვადიან ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით უცხოურ ვალუტაში (2-21-2000).
ანგარიში – „გრძელვადიანი ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით ეროვნულ ვალუტაში“ (2-21-1000) მოიცავს გრძელვადიან სახაზინო ვალდებულებებს ეროვნულ ვალუტაში (2-21-1100), რომელზეც აღირიცხება ერთ წელზე მეტი ვადით სახაზინო ვალდებულებები ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიში – ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით უცხოურ ვალუტაში (2-21-2000) მოიცავს გრძელვადიან ევრობონდებს (2-21-2100), რომელზეც აღირიცხება გრძელვადიანი ევრობონდები უცხოულ ვალუტაშ