ანგარიში სხვა გრძელვადინი კრედიტორული დავალინებები (2-26-0000) მოიცავს: საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-26-1000); არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-26-2000) და სხვა დანარჩენი გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-26-3000).
ანგარიშზე – „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (2-26-1000) აღირიცხება საქონლის და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები.
ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიან კრედიტორული დავალიანებები“ (2-26-2000) აღირიცხება არფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლით (გარდა მატერიალური მარაგებისა) წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები.
ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი გრძელვადიანი კრედიტორული დავალინებები“ (2-26-3000) აღირიცხება გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზე.
წმინდა აქტივები/კაპიტა