ანგარიში – კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებები (2-22-0000) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით მიღებულ გრძელვადიან კრედიტებს და სესხებს (2-22-1000) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით მიღებულ გრძელვადიან კრედიტებს და სესხებს (2-22-2000).

ანგარიში – „საბიუჯეტო სახსრებით მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები“ (2-22-1000) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებულ გრძელვადიან კრედიტებს და სესხებს (2-22-1100) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები (2-22-1200).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები“ (2-22-1100) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები“ (2-22-1200) – აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, უცხოურ ვალუტაში.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები (2-22-2000) მოიცავს: არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებულ გრძელვადიან კრედიტებს და სესხებს (2-22-2100) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებულ გრძელვადიან კრედიტებს და სესხებს (2-22-2200).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები“ (2-22-2100) აღირიცხება არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და სესხები“ (2-22-2200) – აღირიცხება არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, უცხოურ ვალუტაშ