ანგარიში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით“ (2-11-0000) მოიცავს მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით ეროვნულ ვალუტაში (2-11-1000) და მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით უცხოურ ვალუტაში.

ანგარიში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით ეროვნულ ვალუტაში“ (2-11-1000) მოიცავს მოკლევადიან (მიმდინარე) სახაზინო ვალდებულებებს (2-11-1100) და სახაზინო ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს (2-11-1200).

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) სახაზინო ვალდებულებები“ (2-11-1100) - აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც ადასტურებენ სახელმწიფო ერთეულების ვალდებულების არსებობას და რომელთა დაფარვა ხორციელდება ფულადი სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტების ან ეკონომიკური ღირებულების მქონე რომელიმე სხვა აქტივების გადაცემით.

ანგარიშზე – „სახაზინო ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი“ (2-11-1200)- აღირიცხება გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით უცხოურ ვალუტაში (2-11-2000) - მოიცავს „ევრობონდების მიმდინარე ნაწილს“ (2-11-2100) და აღირიცხება ევრობონდების სახით რიცხული ფასიანი ქაღალდების ვალდებულებების მიმდინარე ნაწილ