აღნიშნული თავი განმარტავს ვალდებულებების ანგარიშებს.
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ვალდებულებების კლასი (2-00-0000) მოიცავს ვალდებულებების შემდეგ ჯგუფებს: მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-10-0000) და გრძელვადიან ვალდებულებებს (2-20-0000).
მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების ჯგუფი (2-10-0000) მოიცავს: მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით (2-11-0000), კრედიტებით და სესხებით მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-12-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) ანარიცხებს (2-14-0000) და სხვა მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-15-0000); ვალდებულებები დეპოზიტებით (2-16-0000) და ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით (2-17-0000).
გრძელვადიანი ვალდებულებების ჯგუფი (2-20-0000) მოიცავს: გრძელვადიან ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით (2-21-0000), კრედიტებით და სესხებით გრძელვადიან ვალდებულებებს (2-22-0000), ფინანსური იჯარის გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-23-0000), შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებების გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-24-0000); გრძელვადიან ანარიცხებს (2-25-0000) და სხვა გრძელვადინი კრედიტორული დავალინებები (2-26-0000