ანგარიში – ძირითადი აქტივები (1-22-0000) მოიცავს: შენობა-ნაგებობებს, საკუთარი მიზნებისთვის 1-22-1000); მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს (1-22-2000); საინვესტიციო ქონებას (1-22-3000).

ანგარიში – შენობა-ნაგებობები, საკუთარი მიზნებისთვის (1-22-1000) მოიცავს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებულ შემდეგ აქტივებს: საცხოვრებელი დანიშნულების შენობებს (1-22-1100); არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებს (1-22-1200); სხვა ნაგებობებს (1-22-1300); მიწის გაუმჯობესებას (1-22-1400); მიწას (1-22-1500.).

ანგარიშზე – „საცხოვრებელი დანიშნულების შენობები, საკუთარი მიზნებისათვის“ (1-22-1100) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებელი ისეთი შენობები, რომლებიც მთლიანად ან უმთავრესად საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოიყენება.

ანგარიშზე – „არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები, საკუთარი მიზნებისათვის“ (1-22-1200) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებელი ისეთი შენობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საცხოვრებელ შენობებს (საოფისე, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, საავადმყოფოები, საზოგადოებრივი გართობის შენობები, საწყობები, საწარმოო შენობები, სავაჭრო შენობები, სასტუმროები, რესტორნები და სხვ).

ანგარიშზე –„სხვა ნაგებობები, საკუთარი მიზნებისათვის“ (1-22-1300) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებელი შენობების გარდა სხვა ნაგებობები (საგზაო მაგისტრალები, ქუჩები, გზები, ხიდები, გვირაბები და ა.შ).

ანგარიშზე – „მიწის გაუმჯობესება, საკუთარი მიზნებისათვის“ (1-22-1400) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული მიწის ის აქტივობები, რის შედეგად ხდება მიწის ხარისხობრივი, რაოდენობრივი ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან აქტივობები, რომლებიც მიწის გაუარესებას უშლის ხელს (მიწის მელიორაცია, ჭაბურღილებისა და სარწყავი არხების მოწყობა, მიწის განახლება, შემოსაზღვრა და სხვ.)

ანგარიშზე – „მიწა, საკუთარი მიზნებისათვის“ (1-22-1500) აღირიცხება საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული მიწები, გრუნტის სახით, ნიადაგის საფარით და მასთან დაკავშირებული ზედაპირული წყლებისა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ჩათვლით, რომელთა მიწისგან ფიზიკური განცალკევება შეუძლებელია.

ანგარიში – მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები (1-22-2000) მოიცავს: სატრანსპორტო საშუალებებს (1-22-2100); სხვა მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს (1-22-2200); სამხედრო იარაღის სისტემებს (1-22-2300).

ანგარიშზე – „სატრანსპორტო საშუალებები“ (1-22-2100) აღირიცხება ყველა სახის (მექანიკური და ელექტრონული) მიმოსვლის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ხალხის გადასაყვანად, ტვირთის გადასაზიდად, ასევე სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში და ა.შ.

ანგარიში – სხვა მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები (1-22-2200) მოიცავს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ მოწყობილობებს (1-22-2210) და სხვა დანარჩენ მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს (1-22-2220).

ანგარიზე - „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მოწყობილობები“ (1-22-2210) აღირიცხება ელექტრონული კონტროლის მქონე მოწყობილობები და ამ მოწყობილობების ელექტრონული კომპონენტები (კომპიუტერული მანქანები და მათი ნაწილები, როგორიცაა ტელევიზიის და რადიო გადამცემები, ტელევიზორი, ვიდეო და ციფრული კამერები და ტელეფონები და სხვ.)

ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები“ (1-22-2220) აღირიცხება ისეთი მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც არ აღირიცხება მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზე.

ანგარიშზე – „სამხედრო იარაღის სისტემები“ (1-22-2300) აღირიცხება საბრძოლო შემადგენლობის და სხვა აღჭურვის აქტივები, რომლებიც გამოიყენება თავდაცვის მომსახურების მიწოდების მიზნით, თუნდაც სამშვიდობო პერიოდში და რომელთა გამოყენება შესაძლებელია არაერთხელ ან განგრძობითად, ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით (საომარი ხომალდები, წყალქვეშა ნავები, სამხედრო თვითმფრინავები, ტანკები, სარაკეტო გადამზიდავები, სატყორცნი დანადგარები და სხვ.)

ანგარიშზე – „კულტივირებული მცენარეები და ცხოველები“ (1-22-3000) აღირიცხება ცხოველები, მცენარეები, ხეები და ნარგავები, რომლებიც გამოიყენება მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად (ხეები, ვენახები და ბუჩქნარები, რომლებიც კულტივირდება ხილის, თხილის, ფისისა და მერქნის მოსაყვანად, სახელმწიფო ერთეულების ზედამხედველობის, კონტროლისა და მმართველობის ქვეშ ცხოველები, სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველები და სხვ.