ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები (1-13-0000) მოიცავს: სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებულ მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს (1-13-1000), მოკლევადიან (მიმდინარე) საგადასახადო დებიტორულ დავალიანებებს (1-13-2000), მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს საპენსიო სქემაში შენატანებით (1-13-3000), მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს დარიცხული პროცენტებით (1-13-4000); მოკლევადიან (მიმდინარე) მისაღებ დივიდენდებს (1-13-5000), საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს (1-13-6000), მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ (1-13-7000), მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს არაფინანსური აქტივების გასვლით (1-13-8000) და სხვა მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9000).

ანგარიში – სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები (1-13-1000) მოიცავს: ხაზინის მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ბიუჯეტის შემოსულობებით (1-13-1100) და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ხაზინის მიმართ (1-13-1200).

ანგარიშზე – „ხაზინის მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ბიუჯეტის შემოსულობებით“ (1-13-1100) აღირიცხება საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსულობებთან დაკავშირებით ხაზინის მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები.

ანგარიში – საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ (1-13-1200) მოიცავს: საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით (1-13-1210); საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ხაზინის მიმართ, მიზნობრივი გრანტებით (1-13-1220) და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით (1-13-1230).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით“ (1-13-1210) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთეულის მიერ წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, მიზნობრივი გრანტებით“ (1-13-1220) აღირიცხება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მიზნობრივ გრანტებთან და მიზნობრივ დაფინანსებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“ (1-13-1230) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთეულის მიერ წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) საგადასახადო დებიტორული დავალიანებები (1-13-2000) მოიცავს: საშემოსავლო გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2100), მოგების გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2200), ქონების გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2300), დამატებითი ღირებულების გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2400), აქციზის გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2500), იმპორტის გადასახადით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2600) და სხვა გადასახადებით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-2700).

ანგარიშზე – „საშემოსავლო გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2100)“ აღირიცხება საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე „მოგების გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2200)“ აღირიცხება მოგების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე – „ქონების გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2300)“ აღირიცხება ქონების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე – „დამატებითი ღირებულების გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2400)“ აღირიცხება დამატებული ღირებულების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე – „აქციზის გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2500)“ აღირიცხება აქციზის გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე – „იმპორტის გადასახადით მოთხოვნები“ (1-13-2600)“ აღირიცხება იმპორტის გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები.

ანგარიშზე „სხვა გადასახადებით მოთხოვნები“ (1-13-2700)“ აღირიცხება ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადებისაგან განსხვავებული გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი საგადასახადო აქტივები. ასევე, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები გაუქმებული გადასახადების საგადასახადო დავალიანებები და ისეთი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, რომელთა საგადასახადო ბაზის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ასევე, გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული ის ჯარიმები, სანქციები, საურავები და პროცენტები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტული სახეობის გადასახადზე შეუძლებელია.

ანგარიშზე – „სხვა გადასახდელებით მოთხოვნები“ (1-13-2800) - აღირიცხება გადასახადების გარდა სხვა გადასახდელებით ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილი მოთხოვნები.

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები საპენსიო სქემაში შენატანებით (1-13-3000) მოიცავს საპენსიო სქემაში შენატანებთან დაკავშირებით მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების შემდეგ ანგარიშებს: მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის შენატანებით (1-13-3100); მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს საპენსიო სქემაში დასაქმებულის შენატანებით (1-13-3200); მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს საპენსიო სქემაში ბიუჯეტის შენატანებით (1-13-3300).

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები საპენსიო სქემაში დამსაქმებლის შენატანებით“ (1-13-3100) აღირიცხება დამქირავებლის მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები საპენსიო სქემაში დასაქმებულის შენატანებით“ (1-13-3200) აღირიცხება დაქირავებულების მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები საპენსიო სქემაში ბიუჯეტის შენატანებით“ (1-13-3300) აღირიცხება საპენსიო სქემაში ბიუჯეტის შენატანით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები დარიცხული პროცენტებით (1-13-4000) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4100), არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4200), დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხულ მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4300), ფინანსური იჯარისათვის დარიცხულ მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4400), პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-4500) და სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-4600).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები (1-13-4100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4110) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს (1-13-4120).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“ (1-13-4110) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დარიცხული მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“ (1-13-4120) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დარიცხული მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიში – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები (1-13-4200) მოიცავს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს ეროვნულ ვალუტაში (1-13-4210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიან (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში (1-13-4220).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“ (1-13-4210) აღირიცხება ერთეულის მიერ მისაღები მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული სესხებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში (1-13-4220) აღირიცხება ერთეულის მიერ მისაღები მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის.

ანგარიშზე – „დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხული მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“ (1-13-4300) აღირიცხება ერთეულის დეპოზიტებზე, ასევე, აქციებიდან გარდა ფასიანი ქაღალდებისა, პროცენტიანი ობლიგაციებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარისათვის დარიცხული მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“ (1-13-4400) აღირიცხება ფინანსური იჯარით გაცემული აქტივების შემთხვევაში მოკლევადიანი საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიში – პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-4500) მოიცავს: პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს ეროვნულ ვალუტაში (1-13-4510) და პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში (1-13-4520).

ანგარიშზე – „პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“ (1-13-4510) აღირიცხება პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებთან, სანქციებთან და საურავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში“ (1-13-4520) აღირიცხება პროცენტზე დაკისრებულ ჯარიმებთან, სანქციებთან და საურავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიში – სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-4600) მოიცავს: სხვა ჯარიმზე, სანქციებზე და საურავებზე მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს ეროვნულ ვალუტაში (1-13-4610) და სხვა ჯარიმებზე, სანქციებზე და საურავებზე მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში (1-13-4620).

ანგარიშზე – „სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“ (1-13-4610) აღირიცხება სხვა ჯარიმებთან, სანქციებთან და საურავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში“ (1-13-4620) აღირიცხება სხვა ჯარიმებთან, სანქციებთან და საურავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მისაღები დივიდენდები“ (1-13-5000) აღირიცხება ერთეულის მიერ სხვა ერთეულებში განთავსებული ინვესტიციებიდან მისაღები მოკლევადიანი დივიდენდები.

ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები“ (1-13-6000) აღირიცხება საქონლის გაყიდვებიდან და მომსახურების მიწოდებიდან წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ (1-13-7000) მოიცავს თანამშრომლებთან და ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების შემდეგ ანგარიშებს, გადახდილი ავანსებით (1-13-7100), მიმდინარე არაფინანსური აქტივების გადაცემით (1-13-7200), გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით (1-13-7300), ანგარიშვალდებული პირებისგან მისაღები სხვა თანხებით (1-13-7400), მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის შიგნით (1-13-7500), მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის გარეთ (1-13-7600) და სხვა მიზნებისათვის (1-13-7700).

ანგარიშზე – „გადახდილი ავანსებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ“ (1-13-7100) აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოკლევადიანი მოთხოვნები, რომელიც წარმოიქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკონომიკური მოვლენის მოხდენამდე წინასწარ გაცემული სახსრებით.

ანგარიშზე – „მიმდინარე არაფინანსური აქტივების გადაცემით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ“ (1-13-7200) აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების, ასევე მცირეფასიანი აქტივების გადაცემით წარმოქმნილი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ“ (1-13-7300) აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები.

ანგარიშზე – „ანგარიშვალდებული პირებისგან მისაღები სხვა თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-13-7400) აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ წარმოქმნილი სხვა მოთხოვნები, რომლებიც არ უკავშირდება ანგარიშვალდებული პირებისათვის ავანსად გაცემულ თანხებს და მოკლევადიანი და გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემას.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის შიგნით“ (1-13-7500) აღირიცხება მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება დაქირავებულის ქვეყნის შიგნით მივლინებებს.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის გარეთ“ (1-13-7600) აღირიცხება მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება დაქირავებულის ქვეყნის გარეთ მივლინებებს.

ანგარიშზე – „სხვა მიზნებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ“ (1-13-7700) აღირიცხება მომუშავეების/ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები არაფინანსური აქტივების გასვლით (1-13-8000) მოიცავს: ძირითადი აქტივების გასვლით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-8100) და სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-8200).

ანგარიშზე – „ძირითადი აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-13-8100) აღირიცხება ერთეულის მიერ ძირითადი აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-13-8200) აღირიცხება ერთეულის მიერ ძირითადი აქტივების გარდა სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-9000) მოიცავს: სადაზღვევო კომპანიებიდან წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9200), ზარალის/დანაკლისის ანაზღაურების მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9300), ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები (1-13-9400) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9900).

ანგარიშზე – „სადაზღვევო კომპანიებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-13-9200) აღირიცხება სადაზღვევო მოვლენების დადგომით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ.

ანგარიშზე – ზარალის/დანაკლისის ანაზღაურების მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-9300) აღირიცხება მოკლევადიანი მოთხოვნები ერთეულის მომუშავეთა ან სხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეულ ზარალის/დანაკლისის ანაზღაურებაზე.

ანგარიშზე – „ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები“ (1-13-9400) აღირიცხება ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.

ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-13-9900) აღირიცხება სხვადასხვა სახის მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის მოკლევადიანი მოთხოვნების ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ანგარიშებზ