წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერების შეტანის (ბუღალტრული გატარების) საფუძველს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტს.

ეკონომიკური მოვლენების მოკორესპოდენტო ბუღალტრულ ანგარიშებზე (ბუღალტრულ გატარებებში) ასახვა ხდება პირველად დოკუმენტებში მითითებული ოპერაციების და სხვა მოვლენების მოხდენის თარიღით და მიეკუთვნება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებას რომელსაც უკავშირდება აღნიშნული მოვლენა.

მუდმივ (აქტივების, ვალდებულებების და წმინდა აქტივები/კაპიტალის) და დროებით (შემოსავლების და ხარჯების) ანგარიშებზე ჩანაწერები კეთდება ორმაგი ჩაწერის პრინციპის (წესის) გამოყენებით, ფულად გამოსახულებაში. დროებით ანგარიშებზე ასახული შემოსავლები და ხარჯები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გადაიხურება წმინდა აქტივების/კაპიტალის შესაბამის ანგარიშებზე.

საცნობარო ანგარიშები გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და შედეგების შესახებ დამატებითი ფინანსური ინფორმაციის წარსადგენად. საცნობარო ანგარიშებზე ჩანაწერები კეთდება ორმაგი ჩაწერის პრინციპის (წესის) გამოყენების გარეშე, ფულად გამოსახულებაში.

თავი II

აქტივე