1. საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში ჩანაწერის შეტანის საფუძველია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებიც აღნუსხავენ სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტს.
2. პირველად საბუთებში უნდა აღინიშნოს შემდეგი რეკვიზიტები: დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, განზომილება (რაოდენობრივ და ღირებულებით გამოსახულებაში), სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, ოპერაციის ჩატარებისა და სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც გამომდინარეობს ოპერაციის შინაარსიდან და მონაცემების ტექნოლოგიური დამუშავების თავისებურებიდან.
3. პირველადი დოკუმენტები შედგენილ უნდა იქნეს სამეურნეო ოპერაციის მოხდენის მომენტში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისთანავე. პირველადი დოკუმენტების დროული შედგენა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადებში.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 7
თავი II — სამეურნეო ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი ასახვა საბუღალტრო რეგისტრებში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
- მუხლი 10. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო
- მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
- მუხლი 20. საბუღალტრო ანგარიშგება
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტების რეგისტრაცია1. მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობა − მუნიციპალიტეტების რეესტრი
- მუხლი 4. ბუღალტრული ჩანაწერები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-7/