1. ეს დებულება განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძვლებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის*, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად, აგრეთვე ინდივიდუალური საწარმოებისათვის.
2. ბანკებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.