1. საწარმოს, ორგანიზაციის სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების შესახებ სრული და უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელია ოპერატიული ხელმძღვანელობისა და მმართველობისათვის, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოსაყენებლად ინვესტორების, მიმწოდებლების, მყიდველების, კრედიტორების, საფინანსო, საგადასახადო და სტატისტიკური ორგანოების, ბანკებისა და სხვა დაინტერესებული საწარმოებისა და პირების მიერ.
2. საწარმოს, დაწესებულების ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა.
3. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების დროული აღკვეთა, საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და მობილიზება