ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივ ნაშთებსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის რეგულირდება შემდეგნაირად:
1. მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და სხვა ქონების დანაკლისი, ასევე ფასეულობათა დაზიანება დაეწერებათ დამნაშავე პირებს.
2. მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი და დანაკარგები, როდესაც კონკრეტული დამნაშავის დადგენა არ ხერხდება ან დამნაშავე პირებისაგან მათ ამოღებაზე სასამართლომ უარი განაცხადა, ჩამოიწერება საწარმოში ფინანსურ შედეგებზე, ხოლო ორგანიზაციაში – ფონდების შემცირებაზე.
3. ძირითადი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფულადი საშუალებების ზედმეტობა აიღება შემოსავალში და მიიმართება საწარმოში ფინანსურ შედეგებზე, ხოლო ორგანიზაციაში ფონდების გაზრდაზე.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 16
თავი IV — ინვენტარიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. ინვენტარიზაციის მიზანი
- მუხლი 11. ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7)
- მუხლი 11. ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7)
- მუხლი 3. ინვენტარიზაციის მიზანი
- მუხლი 29. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა
- მუხლი 21. ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-16/