1. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელს.
2. ხელმძღვანელი ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის, უზრუნველყოს საწარმოს, დაწესებულების მუშაკთა ქვეგანყოფილებებისა და სამსახურების მიერ მთავარი ბუღალტრის (ბუღალტრის) მოთხოვნების შესრულება დოკუმენტებისა და მონაცემების გაფორმებისა და სააღრიცხვო სამსახურებისათვის წარდგენის ნაწილში.
3. ბუღალტრულ აღრიცხვას საწარმოში, დაწესებულებაში ახორციელებს ბუღალტერია (ცენტრალიზებული ბუღალტერია), რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია (სამსახური) და არ შედის სხვა რომელიმე ქვედანაყოფის შემადგენლობაში.
4. ბუღალტერიას ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი (ან ბუღალტერი, თუ საწარმოს, ორგანიზაციას საკუთარი საბუღალტრო ქვედანაყოფი, სამსახური არ გააჩნია).
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 17
თავი V — ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-17/