1. უტყუარობა (სისწორე) – ანგარიშგება უნდა გამომდინარეობდეს ქვეყანაში დადგენილი აღრიცხვა-ანგარიშგების წესებიდან და ასახავდეს ჭეშმარიტ ინფორმაციას.
2. სისრულე – იგი უნდა გამომდინარეობდეს საანგარიშო პერიოდში მომხდარი ყველა სამეურნეო ფაქტიდან.
3. უწყვეტობა – საწარმო, დაწესებულება მოქმედებს და გააგრძელებს თავის საქმიანობას მომავალში. იგულისხმება, რომ სამეურნეო სუბიექტს განზრახული არა აქვს ლიკვიდაცია ან საქმიანობის მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირება.
4. არსებითობა – ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია არსებითია და მისმა არასახვამ ან არასწორად წარმოდგენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფორმაციის მომხმარებელთა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
5. საიმედოობა – ინფორმაცია საიმედოა და მომხმარებელს შეუძლია მასზე დაყრდნობა, ანუ ანგარიშგება რეალურ სიტუაციას ასახავს.
6. ნეიტრალურობა – ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია უნდა იყოს ნეიტრალური და სუბიექტურობისაგან თავისუფალი.
7. შესადარისობა – ერთი საანგარიშო პერიოდის ინფორმაცია შესადარისი უნდა იყოს მეორე პერიოდთან. მომხმარებლები ინფორმირებული უნდა იყვნენ საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და შეფასების მეთოდების შესახებ. ანგარიშგებაში უნდა აისახოს ის განსხვავებები, რომლებიც ხელს უშლის წინა წლის ანგარიშგების შედარებას ბოლო წლიურ ანგარიშგებასთან.
8. სიფრთხილის (წინდახედული მეწარმის) პრინციპი – საწარმოს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი მატერიალური ფასეულობებისა და ვალდებულებების შეფასების საკითხებში;
9. იმპარიტეტის (უთანაბრობის) პრინციპი – საწარმოს წლიურ ანგარიშგებაში განსხვავებულად უნდა იქნეს შეფასებული მოსალოდნელი (განუხორციელებელი) მოგება და ზარალი