1. ფინანსურ დაბანდებებს მიეკუთვნება საწარმოს, ორგანიზაციის ინვესტიციები სხვა საწარმოთა და ორგანიზაციათა ფასიან ქაღალდებში (აქციები, ობლიგაციები და სხვ.), საწესდებო კაპიტალში, გაცემული სესხები საქართველოს ტერიტორიაზე, მის ფარგლებს გარეთ და სხვ.
2. ფინანსური დაბანდებანი აღრიცხვაში აისახება ინვესტორის ფაქტობრივი დანახარჯების თანხით. დაბანდებანი სხვა საწარმოთა და დაწესებულებათა აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში, რომლებიც კოტირებას განიცდიან ორგანიზებულ საბირჟო და არასაბირჟო ბაზარზე და რომელთა კოტირებაც რეგულარულად ქვეყნდება, წლის ბოლოს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას აისახება საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია მათ საბალანსო ღირებულებაზე. აღნიშნული კორექტირება მიიმართება საწარმოში ფინანსური შედეგების, საბიუჯეტო ორგანიზაციაში – დაფინანსების (ფონდების) შემცირებაზე.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 33
თავი VII — კაპიტალური და ფინანსური დაბანდებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 33. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-33/