1. ამ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით.

3. ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ემიტენტმა შეიძლება გაზარდოს იპოთეკური ობლიგაციების თავდაპირველი ემისიის მოცულობა იმავე პირობების მქონე იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვებით, აგრეთვე გამოუშვას იპოთეკური ობლიგაციები განსხვავებულ კლასება