ამ თავის დებულებები შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეფინანსირების ბანკი ან/და რეფინანსირების ბანკის მოვალე გაათავისუფლოს ამ თავით განსაზღვრული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან, თუ დაკმაყოფილდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების ინსტრუმენტებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის, მათი გეგმური და ადრეული დაფარვის რეჟიმების თავსებადობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.

თავი IV

იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციისა და თანხმობის მოპოვება; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდე