1. საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მათი უცხოურენოვანი შესატყვისის (მათ შორის, „Covered Bond“-ის) გამოყენება, თუ ეს სასესხო ფასიანი ქაღალდი არ არის გამოშვებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

2. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ეროვნული ბანკის ავტორიზაციის/თანხმობის გარეშე ან/და ავტორიზაციის/თანხმობის პირობების დარღვევა, ან ეროვნული ბანკისგან ასეთი ავტორიზაციის/თანხმობის მიღება მცდარი/არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. კანონმდებლობით დადგენილი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობასა და ვალდებულებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული ანგარიშის ან/და შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი წესით/ვადაში ეროვნული ბანკისთვის ან პროგრამის კრედიტორებისთვის წარუდგენლობა ან ასეთი ანგარიშის/შეტყობინების გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა ან/და მცდარი/არასრული ინფორმაციის წარდგენა/გამოქვეყნება გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

7. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული, კანონმდებლობის იმ მოთხოვნათა დარღვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით, გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ