1. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში ტერმინის „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისის გამოყენება, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
2. ინიციატორის მიერ მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ინიციატორის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0055%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
3. ინიციატორის ან სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ეროვნული ბანკისთვის ან პოტენციური ინვესტორისთვის კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშის ან ინფორმაციის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან გაუმჟღავნებლობა ან დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა/გამჟღავნება ან/და ინფორმაციის გამოქვეყნების ან შენახვის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ინიციატორის ან სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0055%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
4. ინიციატორის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის აქტივების გადაცემა ზარალის თავიდან აცილების მიზნით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ინიციატორის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0066%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
5. სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სავალდებულო/ნებაყოფლობითი ავტორიზაციის პირობების დარღვევა ან ეროვნული ბანკისგან ასეთი ავტორიზაციის მიღება მცდარი/არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0066%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
6. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი წესით/ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და მცდარი/არასრული ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
7. სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების დარღვევა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0033%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობი