1. პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. ამ წესით გათვალისწინებული ერთი და იმავე დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა შესაძლებელია ერთდროულად დაეკისროს როგორც იურიდიულ პირს, ისე მისი მმართველი ორგანოს წევრს, პარტნიორს (აქციონერს) ან/და დასაქმებულს.
3. ამ წესით განსაზღვრული, იურიდიულ პირთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნზე.
4. ამ წესის მიზნებისთვის, იურიდიული პირის წლიური შემოსავალი განისაზღვრება დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის იურიდიული პირის ბოლო ხელმისაწვდომი წლიური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით. თუ იურიდიული პირი წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს კონსოლიდირებულად, წლიური შემოსავალი განისაზღვრება კონსოლიდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე.
5. თუ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდგომ პირი ჩაიდენს იმავე დარღვევას ფულადი ჯარიმის დაკისრებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დააკისროს პირს ბოლო დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაორმაგებული ოდენობა ყოველ მომდევნო შემთხვევაზე.
6. ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებულია ფულადი ჯარიმის აღსრულების წესი.
7. ფულადი ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
8. პირისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე განკარგულების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
9. პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
10. პირის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
11. პირისთვის ლიცენზიის/რეგისტრაციის/ავტორიზაციის/ნებართვის/აღიარების ან ანგარიშვალდებული საწარმოს/საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის გაუქმება არ ათავისუფლებს მას დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისგა