1. კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების განკარგვა  კლიენტთან დადებული ხელშეკრულების გარეშე ან/და კლიენტის დავალების პირობების დარღვევით ან კლიენტების კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის საოპერაციო ან/და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.1221%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების გამიჯვნის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

3. რეკონსილაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობი