1. თუ საინვესტიციო ფონდს მართავს აქტივების მმართველი კომპანია, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის საინვესტიციო ფონდისა და მისი მმართველი ორგანოს წევრის ნაცვლად დაჯარიმდება შესაბამისად, მისი აქტივების მმართველი კომპანია ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი ამავე მუხლით დადგენილი ოდენობებით.
2. საინვესტიციო ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების პირობების დარღვევა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. საინვესტიციო ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. პროსპექტის შედგენასთან ან/და საინვესტიციო ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. საინვესტიციო ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზება ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0065%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
6. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის/ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა ან არასრულად გამოქვეყნება გამოიწვევს ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას:
ა) წლიური ან ნახევარი წლის ანგარიშის ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და საინვესტიციო ფონდის წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში, 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
7. კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
8. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და საინვესტიციო ფონდის წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
9. საინვესტიციო ფონდის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ