1. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას:

ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში - 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. ცენტრალური დეპოზიტარის წილის შეძენასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

7. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლით დადგენილი ცენტრალური დეპოზიტარის ორგანიზაციული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ