1. საფონდო ბირჟის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) საფონდო ბირჟის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას:

ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) საფონდო ბირჟის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების შემთხვევაში - 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესით“ დადგენილი წესების, პოლიტიკის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის ან შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესით“ გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და გამოქვეყნების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის ან შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ