1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსით“ (შემდგომში – ეთიკის კოდექსი) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი მომხმარებლების წინაშე არსებული ვალდებულებების დარღვევა:
ა.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ა.ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ა.გ) მმართველი ორგანოს წევრის ან/და თანამშრომლის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა:
ბ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ.გ) მმართველი ორგანოს წევრის ან/და თანამშრომლის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ეთიკის კოდექსით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი ორგანიზაციული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
გ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობი