1. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა/ვაჭრობის მცდელობა ან/და ბაზრის მანიპულაცია/მანიპულაციის მცდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და  მისი წლიური შემოსავლის 1.6281%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0175%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0432%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან/და მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.8141%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0087%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0216%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.4070%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0044%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0108%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №180/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის“ (შემდგომში – ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესი) მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) საფონდო ბირჟისა და ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესით განსაზღვრული პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დავალებების აღმსრულებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0814%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

5. ინსაიდერული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულის დარღვევა (მათ შორის, მისი დაგვიანებით ან არასრულად გასაჯაროება) გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 40 000 (ორმოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0086%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წარუდგენლობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესის/ფორმის დაუცველად წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

7. ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირების, მმართველობითი ფუნქციების მქონე პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების ნუსხის წარმოებისა და შენახვის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედი პირის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0032%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

8. მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების მიერ/მათ სასარგებლოდ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დადებული გარიგებების შესახებ ემიტენტისთვის ან/და ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. ემიტენტის მიერ მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების მიერ/მათ სასარგებლოდ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 40 000 (ორმოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0086%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

10. მმართველობითი ფუნქციის მქონე პირისა ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე გარიგებების განხორციელება აღნიშნული ემიტენტის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნახევარი წლის ან წლიური ანგარიშგების გამოქვეყნებამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, გამოიწვევს მმართველობითი ფუნქციის მქონე პირისა და მასთან დაკავშირებული პირის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, თუ ის არ უკავშირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას:

ა.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და  მისი წლიური შემოსავლის 0.8141%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ა.ბ) ბანკის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0087%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ა.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0216%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ა.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას:

ბ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.4070%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0044%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0108%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას:

გ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.2035%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0054%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობი