ამ წესით განსაზღვრული დარღვევების გარდა, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ანგარიშვალდებული საწარმოს, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო ფონდისა და ბანკის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მმართველი ორგანოს წევრების, აქციონერებისა და თანამშრომლების შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობი