1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის და 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი (მოგება), რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს.
2. საგადასახადო შეღავათით მართლზომიერი სარგებლობის მიზნით, საქართველოში მოქმედი საფონდო ბირჟა ვალდებულია ამ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, მიაწოდოს ლისტინგში დაშვებული იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
3. საფონდო ბირჟის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მტკიცდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დე-კემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
4. გადასახადის გადამხდელისათვის, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბროკერო კომპანიისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ინფორმაცია იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა მიხედვითაც პირი აპირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობას, დაფიქსირებული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში).
5. საჯარო და სასესხო ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე პირის მიერ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი (მოგება) ჩაირთვება საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახულ ერთობლივ შემოსავალში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პრო-ცენტს, პარალელურად იგივე ნამეტი შემოსავალი ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ აისახება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის „დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალის“ შესაბამის უჯრაში, ხოლო ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე იურიდიული პირის მიერ – მოგების გადასა-ხადის დეკლარაციის „დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგების“ შესაბამის უჯრაში და გათავისუფლდება დაბეგვრისაგან.
მაგალითი 1:
შპს „ნიკამ“ 2010 წელს ემიტენტ სს „ლილეს“ მიერ გამოშვებული აქციების რეალიზაციიდან მიიღო ნამეტი შემოსავალი 10000 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს „ლილეს“ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
შპს „ნიკას“ უფლება აქვს აღნიშნული აქციების რეალიზაციით მიღებულ მოგებაზე (10000 ლარი) მიიღოს საგადასახადო შეღავათი მოგების გადასახადში
მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების (საჯარო, სასესხო) რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე (მოგებაზე) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესი
მთავარი მონაცემები
- თანხა 10000 ლარი
- განაკვეთი 25 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო მოთხოვნებისა და სხვა წესების და
- მუხლი 44. ფასიანი ქაღალდები და გარიგების მონაწილეები, რომლებზედაც ვრცელდება გაყალბებისა და ბაზრის მანიპულაციის აკრძალვის მოთხოვნები
- მუხლი 552. პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები
- მუხლი 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევები
- მუხლი 31. საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 3, №75, 09.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014187 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003539/muxli-3/