1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდი, აგრეთვე იმ საჯარო და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემო-სავალში არ ჩაირთვება.
2. საგადასახადო აგენტისათვის დივიდენდის და/ან პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, რომ ინფორმაცია იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა მიხედვითაც პირი აპირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობას, დაფიქსირებული იყოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში).
მაგალითი 2:
გიორგი, რომელიც ფლობს სს „ლილეს“ აქციებს, 2010 წლის შედეგების მიხედვით 2011 წლის მარტში სს „ლილეს“ აქციებზე მიიღო დივიდენდი. სს „ლილეს“ აქციები სავაჭროდ დაშვებული იყო საფონდო ბირჟის ლისტინგში. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს „ლილეს“ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემა-ტებოდა 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა სრულად არის დაცული, სს „ლილეს“ მიერ გიორგიზე გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და გიორგის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
3. თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების – სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს), კომანდიტური საზოგადოების (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), სააქციო საზოგადოების (სს, კორპორაცია) და კოოპერატივის მიერ საქართველოში არსებულ წყაროდან მიღებულ დივიდენდებს, რომლებიც გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათი აგრეთვე გავრცელდება ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ასევე ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტზე პროცენტის სახით განაცემზე.
მაგალითი 3:
სს „მეოხმა“, რომელიც არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი და ფლობს ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის სს „ლილეს“ სასესხო ფასიან ქაღალდებს, 2010 წლის შედეგებზე 2011 წლის მარტში პროცენტის სახით მიიღო 5000 ლარი. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს ლილეს“ შესაბამისი კლასის სასესხო ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატებოდა 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის – სს „ლილეს“ მიერ ასევე ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტი-ტუტზე – სს „მეოხზე“ პროცენტის სახით გაცემული 5000 ლარი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და სს „მეოხის“ მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
5. ინფორმაცია დივიდენდის და/ან პროცენტის სახით განაცემებზე გავრცელებული საგადასახადო შეღა-ვათის შესახებ აისახება ემიტენტის, როგორც საგადასახადო აგენტის „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ“ ყოველთვიურ დეკლარაციაში
მუხლი 4. ფასიან ქაღალდებზე მიღებული დივიდენდის/პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან გათავისუფლების წესი
მთავარი მონაცემები
- თანხა 5000 ლარი
- განაკვეთი 25 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 4, №75, 09.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014187 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003539/muxli-4/