1. ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადის გადაუხდელობას, ემიტენტის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1422 მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლის მიმღები პირი, რომელმაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის საფუძველზე მიიღო საგადასახადო შეღავათი, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ბიუჯეტში გადაიხადოს შესაბამისი წლის შედეგებზე ბიუჯეტში გადაუხდელი გადასახადი, რომელიც გამოწვეული იყო ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენით.
მაგალითი 4:
პირველი მაგალითის პირობები იგივეა იმ განსხვავებით, რომ 2012 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით სს „ლილეს“ მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი (სს „ლილეს“ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ აღემატება 25 პროცენტს). 2010 წლის შედეგების მიხედვით ბიუჯეტში გადაუხდელ მოგების გადასახადზე 1500 ლარზე (10000-ის 15%) შპს „ნიკას“ საგადასახადო ორგანოს მიერ გაეგზავნა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შპს „ნიკამ“ მიიღო 2012 წლის 5 ივნისს.
მოცემულ პირობებში:
საფონდო ბირჟისათვის არასწორი იმფორმაციის მიწოდებისათვის სს „ლილეს“ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1422
მუხლით დადგენილი სანქცია. ამასთან, შპს „ნიკამ“ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 2010 წლის შედეგებზე ბიუჯეტში გადაუხდელი მოგების გადასახადი 1500 ლარი, რომელიც გამოწვეული იყო სს „ლილეს“ მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენით.
დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს

წარმოგიდგენთ იმ ფასიანი (საჯარო, სასესხო) ქაღალდების სიას, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, მათი ემიტენტების მიერ საფონდო ბირჟისათვის  მოწოდებული ინფორმა-ციით, 20--  წლის 31 დეკემბრის და 20-- წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.

№

ფასიანი ქაღალდის კლასი

ემიტენტის დასახელება

ფასიანი ქაღალდის

ეროვნული

საიდენტიფიკაციო ნომერი IშIN

ემიტენტის მისამართი

ემიტენტის

საიდენტიფიკაციო

ნომერი

შენიშვნა

საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი              ხელმოწერა -----------------

საფონდო ბირჟის ბეჭედი

„___“  „___________“  20--   წელ