1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათავალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების პროცედურებს.
2. ეს წესი არ არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო (მათ შორის ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი და სახელმწიფო (მათ შორის ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი) დადგენილი საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №75, 09.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014187 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003539/muxli-1/