1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
2. (ამოღებულია - 30.06.2017, №1182).
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
4. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი.
6. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).
7. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
8. საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
საქართველოს 201
2
წლის 10
აპრილის
კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1935
–
ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 23.12.2017 კანონი №1935
- 30.06.2017 კანონი №1182
- 20.12.2012 კანონი №118
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 05-პროცენტიანი განაკვეთით. 2. რეზიდენტი ბანკებისათვის კრედიტზე (სესხებზე) გადახდილი პრმოცღენტებული გადახდის წყაროსთან არ იბეგრება - 30.06.2017, №1182). 3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. 4. მოგების გადასახადის გადამხდელ რეზიდენტ იურიდიულ პირს ან არარეზიდენტის (გარდა ფიზიკური პირისა) მუდმივ დაწესებულებას, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა - 14.07.2020, №6817). 5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი. 6. თ(ავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება - 23.12.2017, №1935). 7. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. 8. საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორიზ-ისო საწარმოდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(57)
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მესამე სადავო საკითხთან (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დაბრუნება) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 41-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა,…
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
…708 017 აშშ დოლარი. სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები საწარმომ სრულად შეასრულა 2014 წელს. მოსარჩელის მითითებით, მას პირგასამტეხლოს სახით მიღებული შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა არ განუხორციელებია, რადგან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ამ სახის შემოსავალი ფიზიკური პირის ერთობლის შემოსავალში…
- საქმე №ბს-150(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…შემმოწმებლის მოსაზრებებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 131-ე, 134-ე, 309-ე მუხლების გამოყენებისა და განმარტების, ასევე საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების ურთიერთშეჯერების…
- საქმე №ბს-159(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…საბჭოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131.4 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების №II-09…
- საქმე №ბს-628(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
…განთავსებული აქვს რეზიდენტ საბანკო დაწესებულებებში, საიდანაც იმავდროულად აღებული აქვს სესხი. აღნიშნული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხებიდან, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, კომპანიას მიღებული აქვს საპროცენტო შემოსავლები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. 2. დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხულ…
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ას-217-204-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ბს-426-421(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
- საქმე №ბს-1108-1097(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2013
- საქმე №ბს-213-211(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ბს-866-860(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2012
- საქმე №ბს-1224-1210(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ბს-912-905(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.09.2011
- საქმე №ბს-723-717(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2011
- საქმე №ბს-1139-1107(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №ბს-1042-1013(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.01.2011
- საქმე №ბს-20-19(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2010
- საქმე №ბს-97-96(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2010
- საქმე №ბს-192-185(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-1158-1105(4კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.04.2010
- საქმე №ბს-823-787(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2010
- საქმე №ბს-39-39(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2009
- საქმე №ბს-901-863(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2009
- საქმე №ბს-997-955(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2009
- საქმე №ბს-490-463(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2009
- საქმე №ბს-457-436(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2009
- საქმე №ბს-452-431(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2009
- საქმე №ბს-714-686(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2009
- საქმე №ბს-1170-1132(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2009
- საქმე №ბს-1373-1331(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2009
- საქმე №ბს-1617-1571(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2009
- საქმე №ბს-1070-1032(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2009
- საქმე №ბს-1348-1306(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
- საქმე №ბს-668-640(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2008
- საქმე №ბს-841-809(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2008
- საქმე №ბს-869-836(კ-კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2008
- საქმე №ბს-715-687(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2008
- საქმე №ბს-893-860(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2008
- საქმე №ბს-189-185(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2008
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 57-დან.