1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დაჯარიმებას:
ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობი