1. აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სარეგისტრაციო/აღიარების პირობების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო/სარეგისტრაციო/აღიარების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ  ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას:

ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) მიმდინარე შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში - 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. აქტივების მმართველი კომპანიის წილის შეძენასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0011%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

7. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

8. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. საინვესტიციო ფონდების აქტივების და ერთეულების შეფასების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ