1. საბროკერო კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) საბროკერო კომპანიის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას:
ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში - 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების (შეტყობინების) ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესითა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის №107/04 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
6. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ