1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონები, მათ შორის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მათ საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ბ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი;
გ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსავალი;
დ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე საინვესტიციო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია;
ე) ანგარიშის მწარმოებელი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი;
ვ) ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი;
ზ) ორგანიზებული ბაზარი – „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავაჭრო სისტემა;
თ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს;
ი) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია;
კ) საინვესტიციო კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო კომპანია;
ლ) ბანკი – კომერციული ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
მ) საბროკერო კომპანია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული საბროკერო კომპანია;
ნ) იპოთეკური ობლიგაცია – „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასესხო ფასიანი ქაღალდი;
ო) საზედამხედველო კაპიტალი – დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბანკის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობ