1. ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან იმ ემისიის პროსპექტის გამოყენება, რომლის მოქმედებაც  ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეჩერებული ან გაუქმებულია, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0065%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

2. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

3. ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის ან მოვლენის არასწორად გადმოცემა ან განუცხადებლობა ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

4. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

5. ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ემიტენტის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0011%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

6. საქართველოში გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „მწვანე“, „სოციალური“, „მდგრადობის“, „მდგრადობასთან დაკავშირებული“ ან მათი შესატყვისი მსგავსი ტერმინების ან ამ ტერმინების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება (მათ შორის, უცხოურ ენაზე), თუ ის არ არის გამოშვებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

7. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

8. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) ანგარიშზე/ანგარიშგებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

9. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნახევარი წლის ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) ანგარიშზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0015%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

10. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 7 დეკემბრის №172/04 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული, კორპორაციული მართვის კოდექსთან შესაბამისობის ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) ანგარიშზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

11. მმართველი ორგანოს ან/და აუდიტის კომიტეტის შექმნასთან, მათი წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

12. აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ემიტენტის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0005%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

13. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში/დადგენილი წესით ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკისთვის ან ემიტენტისთვის წარუდგენლობა ან/და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში/დადგენილი წესით ასეთი შეტყობინების გასაჯაროების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა) ფასიანი ქაღალდის მფლობელისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით;

გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით.

14. სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზ