1. მესამე ქვეყნის ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებისთვის ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისთვის დაამტკიცოს პროსპექტი, რომელიც შედგენილია მესამე ქვეყნის ემიტენტის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ამავე კანონმდებლობას ექვემდებარება, იმ პირობით, თუ:
ამ მესამე ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული საინფორმაციო მოთხოვნები წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ექვივალენტურია; და
რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს დადებული აქვს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მესამე ქვეყნის ემიტენტის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან 30-ე მუხლის შესაბამისად.
2. მესამე ქვეყნის ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოში (რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით) გამოიყენება 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნები.
3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაციაში დამატების შესატანად ეკვივალენტურობის ზოგადი კრიტერიუმების დადგენით, მე-6, მე-7, მე-8 და მე-13 მუხლებში მოცემული მოთხოვნების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიას შეუძლია მიიღოს განმახორციელებელი გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მესამე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დაწესებული საინფორმაციო მოთხოვნები წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ეკვივალენტურია. ეს განმახორციელებელი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს 45(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა